logo_geo
eng_logo
ილია მეორე ირაკლი კობახიძეს: ღმერთმა ინებოს, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობის, კეთილდღეობისა და შემდგომი წარმატებების მომტანი საქართველოსთვის
- +

9 თებერვალი. 2024. 21:34

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრად დანიშნავს ულოცავს.

 

„მის აღმატებულებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, ბატონო ირაკლი, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას. კარგად მოგეხსენებათ, ეს მეტად საპატიო თანამდებობაა და, ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც, მით უმეტეს ჩვენს რთულ დროს.

 

ინებოს ღმერთმა, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობის, კეთილდღეობისა და შემდგომი წარმატებების მომტანი საქართველოსთვის.

 

გისურვებთ ღვთის მფარველობასა და შეწევნას ჩვენი ერისა და ქვეყნის სამსახურად“, – აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს გვერდზე გამოქვეყნდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner