logo_geo
eng_logo
ფრედერიკ ბეგბედერი ქართველ მწერლებს შეხვდა
- +

12 მარტი. 2016. 12:47



ფრანგი მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი ქართველ მწერლებს შეხვდა. ღონისძიება მწერალთა სახლში გაიმართა და მას 100-ზე მეტი თანამედროვე ქართველი ხელოვანი დაესწრო.


მწერალი საქართველოში ჟურნალ 12-ის მოწვევით ჩამოვიდა და ის დედაქალაქს ხვალ დატოვებს.


დღეს მისი რომანის - „სიყვარული ცოცხლობს სამი წელიწადის" მიხედვით გადაღებული ფილმის ჩვენება გაიმართება კინოთეატრ „ამირანში", რომელსაც თავად მწერალიც დაესწრება.


„ძალიან მომწონს საქართველო, პირველ რიგში იმიტომ, რომ ქართველ ხალხს მოვწონვარ. ქართველ მწერლებთან კიდევ ვაპირებ გასაუბრებას, რადგან მინდა უფრო მეტი გავიგო მათი შემოქმედების შესახებ", - განაცხადა ბეგბედერმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner