logo_geo
eng_logo
უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო: პუტინის ინტერვიუ ტაკერ კარლსონთან რუსული სპეცოპერაციაა
- +

9 თებერვალი. 2024. 22:41

 

 

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრიი იუსოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ინტერვიუ ამერიკელ ტელეწამყვან ტაკერ კარლსონთან რუსული სპეცოპერაციაა.

 

"ეს სპეცოპერაციაა, რა თქმა უნდა, გავლენის მოხდენის ღონისძიებაა. ეს რუსული ოპერაციაა, რადგან, ფაქტობრივად, ამ ინტერვიუს სამიზნე აუდიტორია არის თავისუფალი სამყარო, დასავლური სამყარო. ამ ინტერვიუში ახალი არაფერი გაგვიგია. გეოპოლიტიკური გიჟი, რომელიც საუბრობს რაღაც სისულელეებზე - საერთაშორისო სამართალზე, ისტორიაზე - და წყვეტს რომელი ერი უნდა არსებობდეს და რომელი არა. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, სისულელეა", - აღნიშნა ანდრიი იუსოვმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner