logo_geo
eng_logo
ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელი დარჩება ვალერი ზალუჟნიის გადაყენების შემდეგ
- +

9 თებერვალი. 2024. 23:15

 

 

ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისადმი უცვლელი დარჩება ვალერი ზალუჟნიის გადაყენების შემდეგ.

 

ნაბილა მასრალიმ, ევროკავშირის წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, განაცხადა, რომ შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის შეცვლა უკრაინის შიდა გადაწყვეტილებაა და მას პრეზიდენტის პრეროგატივა უწოდა.

 

"ევროკავშირის მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევია. ჩვენ პირობა დავდეთ, რომ მხარს დავუჭერთ უკრაინას მანამ, სანამ საჭირო იქნება და მივაწვდით ყველაფერს, რაც საჭიროა, მიუხედავად იმისა, თუ ვინ ხელმძღვანელობს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს", - აღნიშნა მან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner