აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააკრიტიკა ისრაელის სამხედრო ქმედებები ღაზაში და განაცხადა, რომ „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაცია გადაჭარბებულია. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN ავრცელებს.
"მე მივიჩნევ, როგორც მოგეხსენებათ, რომ ღაზაში - ღაზის სექტორში - საპასუხო ზომების განხორციელება გადაჭარბებულია", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.