საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ცნობები რაფაჰზე ისრაელის შეტევის შესახებ შემაშფოთებელია.
"1.4 მილიონი პალესტინელი ამჟამად იმყოფება რაფაჰში, წასასვლელი უსაფრთხო ადგილის გარეშე, შიმშილის წინაშე. ცნობები რაფაჰზე ისრაელის შეტევის შესახებ შემაშფოთებელია. ამას კატასტროფული შედეგები მოჰყვება, რაც გააუარესებს ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას", - აღნიშნა ბორელმა.