logo_geo
eng_logo
ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გიგი ალანია ოქროს მედლისთვის იბრძოლებს, ნიკოლოზ აბულაძე - ბრინჯაოსთვის
- +

10 თებერვალი. 2024. 00:23

 

 

9 თებერვალს „თბილისი არენაზე“ გაიხსნა ევროპის ჩემპიონატი კადეტთა, იუნიორთა და 21-წლამდელთა შორის. მასში 49 ქვეყნის 1160 სპორტსმენი მონაწილეობს.

 

საქართველოს ნაკრები 26 სპორტსმენითაა წარმოდგენილი, რომელთაგან ათმა შეჯიბრების პირველ დღეს იასპარეზა:

 

ქალები | კადეტები, ​კუმიტე

 

ელიზაბეტ კურაზიანი (-47კგ), ლიზი ცხომარია (-54 კგ), მაკა კულუხაშვილი (​-61 კგ), ალექსანდრა ბერინაშვილი (61+ კგ).

 

კატა, იუნიორები:

 

ლია ხურცილავა

 

ვაჟები | კადეტები, კუმიტე

 

გიგი ალანია (-52 კგ), გიორგი კალატოზიშვილი (-57 კგ), ერეკლე ნოზაძე (-63 კგ), ნიკოლოზ აბულაძე (-70 კგ), ნიკო კონჯარია (+70 კგ).

 

წარმატებით გამოვიდნენ ნიკოლოზ აბულაძე და გიგი ალანია. 11 თებერვალს, ფინალების დღეს, აბულაძე ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, გიგი ალანია – ოქროსთვის. პირველის მეტოქე მონტენეგროელი ანეს არიფაჟი იქნება, მეორის – უკრაინელი მაქსიმ ვიეჩკანოვი.

 

9 თებერვალს გაიმართა გახსნის ცერემონია, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი თემურ გიგნაძე, საქართველოს სპორტისა და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი და კარატეს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი ანტონიო ესპინოსი.

 

ანსამბლ „ერისიონის“ ეფექტური ნომრების შემდეგ მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი, ევროპის ახალგაზრდული თამაშების ორგზის ბრინჯაოსმედალოსანი და ოლიმპიადის მეხუთეადგილოსანი გოგიტა არქანია სპორტიდან საზეიმოდ გააცილეს.

 

 

ევროპის ჩემპიონატზე 10 თებერვალს იუნიორები და 21-წლამდელები იასპარეზებენ. საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ:

 

იუნიორები

 

გოგონები

 

ელენე ჩიტიშვილი -52 კგ

 

ელენე მარკოზია -59 კგ

 

მარია ჯანგიძე -66 კგ

 

ვაჟები

 

ნოდარ სუპატაშვილი -55 კგ

 

დავით დავითური -61 კგ

 

უტა ფონიავა -68 კგ

 

ლუკა ლობჯანიძე -76 კგ

 

ნიკოლოზ გიგაური 76+ კგ

 

 

 

21-წლამდელები

 

გოგონები

 

მარიამ ვასაძე -50 კგ

 

ვენერა ახობაძე -55 კგ

 

ანი პატრიშვილი -61 კგ

 

ვაჟები

 

ჯემო მიქელაძე -60 კგ

 

იკა სულამანიძე -67 კგ

 

ანზორ დონაძე -75 კგ

 

ტიმოთე დუგლაძე -84 კგ

 

მერაბ გელაშვილი 84+ კგ

 

მწვრთნელები: გოგიტა არქანია, ლაშა კოდუა, ირაკლი ტყებუჩავა, გოჩა ვალიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner