კომპანია Meta-მ წაშალა Instagram-ისა და Facebook-ის ანგარიშები, რომლებიც ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სახელით იმართებოდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრიტანული ტელეარხი Sky News ავრცელებს.
კომპანიაში განაცხადეს, რომ ანგარიშები საშიში ორგანიზაციებისა და ფიზიკური პირების შესახებ "ჩვენი პოლიტიკის განმეორებითი დარღვევის გამო" წაშალეს.
„ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას ორგანიზაციებს ან პირებს, რომლებიც აცხადებენ ძალადობრივ მისიას ან ძალადობით არიან დაკავებულნი, იყვნენ ჩვენს პლატფორმებზე“, - ნათქვამია კომპანიის პოლიტიკაში.