ისრაელის ჩრდილოეთის სარდლობის მეთაურმა, ორი გორდინმა განაცხადა, რომ ისრაელის მიზანია ჩრდილოეთში უსაფრთხოების ვითარება ისე შეიცვალოს, რომ მოსახლეობის უსაფრთხო დაბრუნება შესაძლებელი გახდეს.
"ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს შევცვალოთ უსაფრთხოების რეალობა, რომელიც უკვე იცვლება ამ დღეებში და გავაგრძელოთ მომზადება ომის გაფართოებისთვის და შეტევაზე გადავიდეთ. ეს არის ჩვენი მისია", - აღნიშნა ისრაელის ჩრდილოეთის სარდლობის მეთაურმა.
"ჩვენ გავაგრძელებთ თავდაცვითი ბრძოლის განხორციელებას, "ჰეზბოლაზე" დარტყმებს და მისი შესაძლებლობების უარყოფას. ჩვენი მისიაა დავიცვათ ჩრდილოეთის მოსახლეობა და თემები", - დასძინა მან.