თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, კარინ ჟან-პიერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ-ს სურს „ჰამასის“ დამარცხება, თუმცა პრეზიდენტმა ასევე ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს უნდა მოხდეს უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვით.
"მან მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ-ს სურს "ჰამასის" ტერორისტული ორგანიზაციის დამარცხება. ეს არის საერთო მიზანი, რომელიც ჩვენ გვაქვს ისრაელთან. ამავდროულად, პრეზიდენტმა ასევე ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ მათი ოპერაციები უნდა იყოს მიზანმიმართული და წარმართული ისე, რომ უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული იყოს", - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.