logo_geo
eng_logo
თეთრი სახლი: ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ-ს სურს „ჰამასის“ დამარცხება, თუმცა ეს უნდა მოხდეს უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვით
- +

10 თებერვალი. 2024. 01:29

 

 

თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის, კარინ ჟან-პიერის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ-ს სურს „ჰამასის“ დამარცხება, თუმცა პრეზიდენტმა ასევე ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს უნდა მოხდეს უდანაშაულო მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვით.

 

"მან მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ-ს სურს "ჰამასის" ტერორისტული ორგანიზაციის დამარცხება. ეს არის საერთო მიზანი, რომელიც ჩვენ გვაქვს ისრაელთან. ამავდროულად, პრეზიდენტმა ასევე ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ მათი ოპერაციები უნდა იყოს მიზანმიმართული და წარმართული ისე, რომ უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული იყოს", - აღნიშნა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner