logo_geo
eng_logo
„იმედია, უფალი არასდროს დაუშვებს ხელისუფლებაში თქვენს დაბრუნებას...“
- +

14 სექტემბერი. 2016. 10:55



„ნაცონალებო, როგორ არაფრის დანახვა არ გინდათ ამ ქვეყანაში", - წერს ჟურნალისტი დარეჯან ლიპარტელიანი სოციალურ ქსელში.



მთელი ცხოვრება, ამ მახინჯი სულის ადამიანებს როგორ უნდა ვუსმინოთ, ადამიანებს, რომლებსაც ამ ქვეყანაში არაფერი არ უხარიათ... ახლახან რუსთავი 2"-ზე ნაციონალები გნიასობდნენ, თურმე რა ცუდია, რომ სააკაძის მოედანზე ქალაქის მერიამ შუქნიშნები დააყენა და რომ მასზედ მილიონები დახარჯა და როგორ ჩაიყარა თურმე ეს მილიონები წყალში?!...

ნაცონალებო, თქვენ რომ მართლა დაგაბრმავოთ უფალმა, როგორ არაფრის დანახვა არ გინდათ ამ ქვეყანაში, გარდა იმ სულით ავადმყოფისა, რომელიც ოდესაში გდია, თავისი ძონძებითა და ავადმყოფური ამბიციებით, რომელსაც თქვენ ყოველდღე, პირდაღებული ელოდებით?!

ყოველდღე ვმოძრაობ ქუჩაში მანქანით და მე ვხედავ, რაც ხდება რეალურად... ჩემი აზრით, ყველაზე კარგი, რაც მერიამ ქალაქში ბოლო 4 წლის განმავლობაში გააკეთა, ეს სააკაძის მოედანზე შუქნიშნების დაყენებაა... სწორედ ახლა, ყველა მანქანა თავის კუთვნ მოძრაობის ზოლში დგას, ყველა ემორჩილება შუქნიშანს და შესაბამისად, საერთოდ არ არის ის საშინელი ქაოსი და ავტოსაგზაო შემთხვევები, რაც შუქნიშნების დაყენებამდე იყო....

ისე, გმირთა მოედანზე სააკაშვილის მიერ მოწონებულმა სიმახინჯეებმა და ესტაკადებმა, რომელზეც ასეულობით მილიონები დაიხარჯა, განტვირთა ქალაქში მოძრაობა???.. თუ, გარეგნულად არის ლამაზი, დასახიჩრებული გმირთა მოედანი? სადაც ცობები კი არა, მუდამ ჯოჯოხეთი უნდა გაიარო მანქანით, სახლამდე მშვიდობით რომ მიაღწიო?!.. ამაზე რატომ არაფერს ამბობთ, თქვე სისხლისმსმელო ვამპირებო, ასე რამ შეგაძულათ ქართველები და ზოგადად, ყველაფერ კეთილს რატომ ებრძვით, თქვე სექტანტებო...

იმედია, უფალი არასდროს დაუშვებს ხელისუფლებაში ოდესმე თქვენს დაბრუნებას... ყველა სხვა პოლიტიკური ძალის მოსვლას შეეგუება ქართველი ერი და თქვესას - არასოდეს! ეს იცოდეთ და კარგად დაიმახსოვრეთ, გახრწნილო და დამპალო ნაციონალებო!" - წერს დარეჯან ლიპარტელიანი.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner