უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი მის წინამორბედ ვალერი ზალუჟნისთან შედარებით უფრო აგრესიული სამხედრო ტაქტიკის მომხრეა. ამის შესახებ სტატიაში სათაურით „გენერალი, რომელსაც ყასაბს ეძახიან“ გერმანული გამოცემა Der Spiegel-ი წერს.
„ოლექსანდრ სირსკი უფროსი თაობის წარმომადგენლად ითვლება, რომელიც უფრო დაუნდობელი ტაქტიკის მომხრედ ითვლება. ზალუჟნის ხშირად კონტრიერიშის დროს გაუბედავად მოქმედებაში ადანაშაულებდნენ, სირსკის კი უფრო აგრესიული მოქმედება ახასიათებს“, - აღნიშნავს გამოცემა.