აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენი ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.
„ვულოცავთ ახლად დანიშნულ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და მის გუნდს. მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან, რომლებიც ისწრაფვიან დემოკრატიული, აყვავებული და ევროატლანტიკური მომავლისკენ“, - წერს ო'ბრაიენი X-ზე.