logo_geo
eng_logo
დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდება
- +

10 თებერვალი. 2024. 10:44

დღეს 2024 წლის „რაგბი ევროპის“ ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

 

 

მატჩი თბილისში, ავჭალის სტადიონზე 14:00 საათზე გაიმართება და მის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ.

 

 

„შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილების განხორციელება მოგვიწია. გვქონდა ტრავმები, რის გამოც რამდენიმე მოთამაშე დავიმატეთ. არსებული კონტიგენტით კმაყოფილი ვარ და ველოდებით პირველ საშინაო შეხვედრას. გულშემატკივარს კარგი თამაში და დამაჯერებელი გამარჯვება უნდა ვაჩვენოთ“, - აღნიშნა მატჩის წინ „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ კოკერილმა.

 

 

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ასე გამოიყურება:

 

 

ხაზი: 15. მირიან მოდებაძე (შავი ლომი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 12. მერაბ შარიქაძე (შავი ლომი, კაპ.), 11. ალექსანდრე თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. თენგიზ პერანიძე (შავი ლომი);

 

 

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (ბეზიე), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (გრენობლი), 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. ილია სპანდერაშვილი (შავი ლომი), 7. ბექა გორგაძე (პო), 8. თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი).

 

 

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. ბექა გიგაშვილი (ტულონი), 18. ალექსანდრე ქუნთელია (ლა როშელი), 19. გურამ ღანიაშვილი (გრენობლი), 20. ბექა შვანგირაძე (ორიაკი); 21. მიხეილ ალანია (ორიაკი), 22. თედო აბჟანდაძე (მონტობანი), 23. დემურ თაფლაძე (შავი ლომი).

right_banner right_banner
არქივი
right_banner