logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: ოპოზიციას სურს, საარჩევნო კომისიაში ხელმძღვანელი პირი პარტიული ადამიანი იყოს. ჩვენ მიზანია, პირიქით, ეს პროცესი პოლიტიკური სარჩულისგან ბოლომდე თავისუფალი იყოს
- +

10 თებერვალი. 2024. 11:21

"ოპოზიციას სურს, საარჩევნო კომისიაში ხელმძღვანელი პირი პარტიული ადამიანი იყოს," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელ ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

 

 

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ საარჩევნო კოდექსის ცვლილებებთან დაკავშირებით ერთადერთი ინტერესი გააჩნდა ოპოზიციას. მათ უნდათ, რომ საარჩევნო კომისიაში ხელმძღვანელი პირი პარტიული ადამიანი იყოს, ანუ მიდიან ყველა იმ პრინციპის საწინააღმდეგოდ, რომელსაც დემოკრატიული პრინციპები ითვალისწინებს. ჩვენ მიზანია, პირიქით, ეს პროცესი პოლიტიკური სარჩულისგან ბოლომდე თავისუფალი იყოს“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

 

 

ოპოზიციის მცდელობის მიუხედავად პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები მეორე მოსმენით მიიღო. პროექტი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის და წევრების არჩევის წესს ეხება. კანონ პროექტში ცვლილებები ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის გაუქმებასაც ითვალისწინებს, რომელსაც აქამდე ოპოზიციის კვოტით „ლელო“ იკავებს. ცვლილებები კანონ პროექტში თავმჯდომარისა და წევრების არჩევის სამ ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე კანდიდატს ასარჩევად დეპუტატების 90 ხმა სჭირდება, იმ შემთხვევაში თუ ხმათა ეს რაოდენობა ვერ მოაგროვა, მას 76 ხმით აირჩევენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტმა კანდიდატი ვერცერთ კენჭისყრაზე ვერ აირჩია, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner