logo_geo
eng_logo
თამთა მეგრელიშვილი ერთ-ერთი ტელევიზიის ანონსზე: სიუჟეტის ავტორმა დაჭრა მამუკა მდინარაძის ინტერვიუ და ანონსში გაიტანა გზავნილი, თითქოს „ქართული ოცნების“ ახალი ოფისი ჩუმად აშენდა
- +

10 თებერვალი. 2024. 16:02

 

 

ყველაფრის კადრება არ შეიძლება, ჟურნალისტური უზნეობაა როცა ინტერვიუს სათქვენოდ ჭრით და კერავთ და სიუჟეტში შეცვლილი შინაარსით გაგაქვთ და საკუთარ მაყურებელს ატყუებთ, - ასე ეხმიანება "ხალხის ძალის" წევრი, თამთა მეგრელიშვილი, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ანონსს, სადაც  საუბარია "ქართული ოცნების" ახალი ოფისის შესახებ.

 

მეგრელიშვილის თქმით, "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებული ალტერნატიული ვიდეოჩანაწერი აჩვენებს, რომ პარტიის აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ამომწურავად პასუხობს აღნიშნული ტელევიზიის ჟურნალისტის შეკითხვებს.

 

"პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ ახალი ოფისის მშენებლობას პარტია არ აფინანსებს.

 

მშენებარე ოფისი იჯარა-გამოსყიდვის ან იჯარის ხელშეკრულებით უნდა იქირაოს პარტიამ, რის შესახებაც მიმდინარეობს მოლაპარაკებები და ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, ბუნებრივია, ამის შესახებ ინფორმაცია გასაჯაროვდება. მიუხედავად ამისა, სიუჟეტის ავტორმა დაჭრა მამუკა მდინარაძის ინტერვიუ და ანონსში გაიტანა შემდეგი შინაარსის გზავნილი თითქოს „ქართული ოცნების“ ახალი ოფისი ჩუმად აშენდა, ამის შესახებ არაფერი იციან მმართველი გუნდის წევრებმა, საბუთებში მშენებლობის ხარჯი არ ჩანს და შესაძლოა საქმე გვქონდეს ფულის გათეთრებასთან.

 

საბედნიეროდ, არსებობს ალტერნატიული ვიდეოჩანაწერი, ყოველგვარი მონტაჟის გარეშე, სადაც მამუკა მდინარაძე ამომწურავად და დიდი მოთმინებით პასუხობს პროვოკაციულ კითხვებზე.

 

ყველაფრის კადრება არ შეიძლება, ჟურნალისტური უზნეობაა როცა ინტერვიუს სათქვენოდ ჭრით და კერავთ და სიუჟეტში შეცვლილი შინაარსით გაგაქვთ და საკუთარ მაყურებელს ატყუებთ.

 

იხილეთ თანდართული ვიდეო სრულად რათა გაიგოთ რა განსხვავებაა რეალურად ნათქვამსა და დაკვეთილ, საგანგებოდ გამზადებულ შინაარს შორის." -  წერს თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner