„დაახლოებით ორასამდე სახლი იქნა შეფასებული ამ დღეების განმავლობაში და 90-ზე მეტი რეკომენდაცია არის გაცემული მცხოვრები ოჯახების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებით“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ აჭარაში განაცხადა.
„შემფასებელი ჯგუფები რა თქმა უნდა დარჩებიან ადგილზე და გააგრძელებენ მონიტორინგს, სანამ პროცესები არ დასტაბილურდება ეს მდგომარეობა“, - აღნიშნა მინისტრმა.