logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: შეიძლება ითქვას, ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაცია დასრულებულია - პოლარიზაცია ახლა რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარეობს
- +

10 თებერვალი. 2024. 20:28

 

"შეიძლება ითქვას, ქართულ პოლიტიკაში პოლარიზაცია დასრულებულია. პოლარიზაცია ახლა რადიკალურ ოპოზიციაში მიმდინარეობს", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

 

რადიკალური ოპოზიცია ცდილობდა, რომ პოლარიზაციის გზით დაეზიანებინათ არა „ქართული ოცნება“, არამედ ჩვენი ქვეყანა და განსაკუთრებით ქვეყნის წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე. ფაქტია, რომ ეს მათ ვერ შეძლებს. ჩვენი ქვეყნის დანიშნულება და მისია საერთაშორისო ასპარეზზე დღითიდღე იზრდება და ეს უკვე კონკრეტულ ფაქტებსა და გადაწყვეტილებებში აისახება. ამიტომ, ოპოზიციამ მზაკვრული გეგმა ვერ განახორციელა და ახლა, პოლარიზაცია საკუთარ რიგებში სამართლიანად მიიღეს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner