„თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" წევრი გია კორკოტაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„დღეს ბლოკი „თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლო" სასამართლოს გადაწყვეტილებით დაუბრუნდა არჩევნების მარათონს (ცესკო-ს რეგისტრაციის გაუქმებაზე განკარგულება 140/2016 ანულირდა). თითოეულ ადამიანს, უწყებას, პარტიას, უღრმესი მადლობა თანადგომისათვის. ჩემს მტრებს არ ვაგინებ, ვიცი, რომ მტრები არიან და ეს ცხოვრებაა!!!" - წერს გია კორკოტაშვილი.