logo_geo
eng_logo
შოთა არველაძის გუნდმა კონკურენტს მოუგო და აუტსაიდერებს გადაასწრო
- +

10 თებერვალი. 2024. 23:06

 

 

თურქეთის სუპერლიგაში შოთა არველაძის გაწვრთნილმა „კარაგუმრუკმა“ „პენდიკსპორი“ 2:0 დაამარცხა და სატურნიროს ცხრილში მდგომარეობა გაიუმჯობესა.

 

ამ შეხვედრამდე ქართველი სპეციალისტის გუნდი მეტოქეს ორი ქულით ჩამორჩებოდა და მატჩის შედეგს პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.

 

31-ე წუთზე „კარაგუმრუკის“ მრავალსვლიანი ეფექტური შეტევა ემრე მორიმ გოლით დაასრულა, ხოლო 75-ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ, გუვენ იალჩინიმ მეორე ბურთი გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2:0.

 

24 ტურის შემდეგ „კარაგუმრუკმა“ 27 ქულა დააგროვა, „პენდიკსპორს“ (26) გადაასწრო, მე-14 ადგილზე დაწინაურდა და გასავარდნ ზონას დაშორდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner