logo_geo
eng_logo
რატი იონათამიშვილი: დღეს სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში ერთ-ერთი კარიკატურული პერსონაჟია
- +

11 თებერვალი. 2024. 00:28

 

 

“სააკაშვილი იქცა კარიკატურად და ის, დღეს ქართულ პოლიტიკაში არის ერთ-ერთი კარიკატურული პერსონაჟი”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რატი იონათამიშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„სააკაშვილმა თავისი ნებით დათმო იმ ქვეყნის მოქალაქეობა და პასპორტი, რომლის პრეზიდენტიც იყო. მარტო ეს ფაქტი უნდა იყოს საკმარისი, რომ ის ვეღარ ბედავდეს პოლიტიკაზე საუბარს და ქართულ პოლიტიკაში როლის მორგებას.

 

ის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ შეუძლია ჩვენი ქვეყნის პოლიტიკაში ჩართულობა ეს სამართლებრივი საკითხია, მაგრამ პოლიტიკურადაც რომ ავიღოთ, რაც მეტს ილაპარაკებს სოციალური ქსელებით, მით უკეთესია, რადგან კიდევ უფრო კარგად აჩენს არა მარტო მის საქმეს, არამედ მისი მრევლის საქმეს“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.

 

მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე საკუთარ პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა. როგორც მისი განცხადებიდან ირკვევა, ის აპირებს სათავეში ჩაუდგეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს. მისივე თქმით, ის მზად არის არჩევნებში პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე იყოს, ამის პარალელურად კი აცხადებს, რომ რჩება უკრაინის მოქალაქედ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner