თელ ავივში, საპროტესტო აქციაზე, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას „თაიმს ოფ ისრაელი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, მომიტინგეები მძევლების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ.
პოლიციის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა აიალონის გზატკეცილზე კოცონი დაანთეს და გზატკეცილის სამხრეთით მოძრაობა შეზღუდეს, რა დროსაც მოხდა მომიტინგეების ნაწილის დაკავება.