logo_geo
eng_logo
მედიის ცნობით, თელ ავივში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით გამართულ აქციაზე, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დააკავეს
- +

11 თებერვალი. 2024. 01:34

 

 

თელ ავივში, საპროტესტო აქციაზე, სულ მცირე, შვიდი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას „თაიმს ოფ ისრაელი“ ავრცელებს.

 

მედიის ცნობით, მომიტინგეები მძევლების გათავისუფლებას და ახალი არჩევნების დანიშვნას ითხოვდნენ.

 

პოლიციის ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა აიალონის გზატკეცილზე კოცონი დაანთეს და გზატკეცილის სამხრეთით მოძრაობა შეზღუდეს, რა დროსაც მოხდა მომიტინგეების ნაწილის დაკავება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner