ფინეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება.
ერთმანეთს მემარჯვენე ცენტრისტი ალექსანდერ სტუბი და „მწვანეების“ კანდიდატი პეკა ჰაავისტო უპირისპირდებიან.
ბოლო გამოკითხვების მიხედვით, ალექსანდერ სტუბი ლიდერობს. ფინეთის მოსახლეობა 5, 56 მილიონია, ქვეყანაში დაახლოებით 4,55 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული.
არჩევნების შედეგები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია კი პირველ მარტს გაიმართება.
არჩევნების პირველი ტური ფინეთში 28 იანვარს ჩატარდა. ყოფილმა პრემიერმა, ალექსანდერ სტუბმა ამომრჩეველთა ხმების 27,2 პროცენტი მიიღო, ჰაავისტოს კი ამომრჩეველთა 25,8%-მა მისცა ხმა.