logo_geo
eng_logo
ზელენსკიმ გაერთიანებული ძალების, სახმელეთო და საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ჯარების ახალი მეთაურები დანიშნა
- +

11 თებერვალი. 2024. 14:59

 

 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, გაერთიანებული ძალებისა და საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ძალების ახალი მეთაურების დანიშვნის შესახებ განკარგულებები გამოსცა.

 

უკრაინული მედიის ცნობით, სახმელეთო ჯარების მეთაურად ალექსანდრ სირსკის ნაცვლად ალექსანდრ პავლიუკი დანიშნა. პრეზიდენტმა სერგეი ნაევი გაერთიანებული ძალების მეთაურის პოსტიდან გაათავისუფლა და მის ადგილზე იური სოდოლი დაინიშნა.

 

ზელენსკიმ შეცვალა საჰაერო-სადესანტო თავდასხმის ჯარების მეთაური, მაქსიმ მირგოროდსკიც და მის ნაცვლად იგორ სკიბიუკი დანიშნა.

 

შეგახსენებთ, რომ 8 თებერვალს ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი შეცვალა და ვალერი ზალუჟნის ნაცვლად ალექსანდრ სირსკი დანიშნა. 9 თებერვალს შეცვალა გენშტაბის უფროსიც და  სერგეი შაპტალას ნაცვლად, ამ თანამდებობაზე გენერალ-მაიორი ანატოლი ბარგილევიჩი დანიშნა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner