logo_geo
eng_logo
ექიმი გივი პისარევი: პრემიერ ირაკლი კობახიძის განცხადებაში დავინახეთ ის, რისი დანახვაც გვინდოდა
- +

11 თებერვალი. 2024. 15:40

 

 

„პრემიერის განცხადებაში დავინახეთ ის, რისი დანახვაც გვინდოდა. შესაბამისად, გვაქვს იმედი და რეალურად გვჯერა, რომ ნელ-ნელა ეს პროცესი ბატონ პრემიერის განცხადებას გაჰყვება და ჩვენთვის სასარგებლო მიმართულებებს მიიღებს“, - ამის შესახებ ექიმმა გივი პისარევმა განაცხადა, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟს აპროტესტებს.

 

მისი თქმით, პრემიერის განცხადება  სრულიად განსხვავდება ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებისგან.

 

„პრემიერმა განაცხადა, რომ ჩვენს კლინიკაში მუშაობენ დამსახურებული ადამიანები და აუცილებლად გადაწყვეტილება უნდა იყოს კოლექტივთან შეთანხმებით და კოლექტივის ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს, ჩვენი აღქმით, არის  სრულიად განსხვავებული პოზიციაა, ვიდრე აქ თუნდაც დღევანდელ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში“, - განაცხადა გივი პისარევმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner