logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: სალომე ზურაბიშვილი გიორგი სიორიძის მამაზე საუბრობს - „მიკვირს, კაცი, რომელმაც შევარდნაძის დროს ანაბრები შეჭამა, რატომ არის ხელშეუხებელი". პრეზიდენტის ვერსიით, მაფიოზურად ნაშოვნი ფულით სიორიძე ალბათ დღემდე მშვენივრად სარგებლობს
- +

11 თებერვალი. 2024. 15:57

 

 

„რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ დამფუძნებელი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს 2006 წლის, 4-10 სექტემბრის სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს გაზეთიდან „კვირის პალიტრა“ , სადაც ზურაბიშვილი პარტია „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი სიორიძის მამაზე საუბრობს და აცხადებს - „გურიის თხილის მაფია დაკავშირებულია მეორე მაფიოზურ ჯგუფთან, რომელიც ამავე ბიზნესს აკონტროლებს სამეგრელოსა და აფხაზეთში... საქართველოში თხილის ბაზარი ამ ჯგუფებს უჭირავთ და ცხადია, ფასსაც ისინი აკონტროლებენ.  ეს სფერო სიორიძე-ჩხარტიშვილის ჯგუფს გადაუგდო ხელისუფლებამ...მიკვირს, კაცი, რომელმაც შევარდნაძის დროს ანაბრები შეჭამა, რატომ არის ხელშეუხებელი“.

 

როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, დღეს სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, საზოგადოებას წარუდგეს როგორც ერთგვარი გამაერთიანებელი იმ „წესიერი პოლიტიკური ძალებისა“, რომლებმაც საქართველო უნდა „გააბედნიერონ“. გამბედნიერებელთა რიცხვში, რა თქმა უნდა, „ლელოც“ არის, ხოლო ამ პარტიის რიგებშია წესიერების ტრადიციებით გამორჩეული ბატონი სიორიძე.

 

მისივე თქმით, შვილი მამის ცოდვებზე პასუხს არ აგებსო, მაგრამ პრეზიდენტის ვერსიით, მაფიოზურად  ნაშოვი ფულით ბატონი გიორგი სიორიძე ალბათ დღემდე მშვენივრად სარგებლობს.

 

„დღეს სალომე ზურაბიშვილი ცდილობს, საზოგადოებას წარუდგეს როგორც ერთგვარი გამაერთიანებელი იმ „წესიერი პოლიტიკური ძალებისა“, რომლებმაც საქართველო უნდა „გააბედნიერონ“. გამბედნიერებელთა რიცხვში, რა თქმა უნდა, „ლელოც“ არის, ხოლო ამ პარტიის რიგებშია წესიერების ტრადიციებით გამორჩეული ბატონი სიორიძე, პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და პარალელურად ცესკო-ს „მიუკერძოებელი“ წევრი.

 

ბატონმა სიორიძემ შეიძლება მიკერძოებულად მე ჩამთვალოს, ამიტომ მასზე ჩემ აზრს გვერდზე გადავდებ და მოდით, თვითონ ქალბატონ სალომეს მოვუსმინოთ, რას ფიქრობს იგი ამ სიორიძეებზე:

 

„გურიის თხილის მაფია დაკავშირებულია მეორე მაფიოზურ ჯგუფთან, რომელიც ამავე ბიზნესს აკონტროლებს სამეგრელოსა და აფხაზეთში... საქართველოში თხილის ბაზარი ამ ჯგუფებს უჭირავთ და ცხადია, ფასსაც ისინი აკონტროლებენ. აქამდე თხილი 4-5 ლარი ღირდა. ხალხმა ხსენებულ რეგიონებში თხილი გააშენა, მაგრამ თხილის მაფიამ ყველას ჩაუგდო საქმე. ...ეს სფერო სიორიძე-ჩხარტიშვილის ჯგუფს გადაუგდო ხელისუფლებამ...

 

მიკვირს, კაცი, რომელმაც შევარდნაძის დროს ანაბრები შეჭამა, რატომ არის ხელშეუხებელი“.

გაზეთი „კვირის პალიტრა“, 4-10 სექტემბერი, 2006 წელი.

 

საქმეში ჩაუხედავი მკითხველისათვის - სალომე ზურაბიშვილი გიორგი სიორიძის მამაზე საუბრობს. შვილი მამის ცოდვებზე პასუხს არ აგებსო, მაგრამ პრეზიდენტის ვერსიით, მაფიოზურად  ნაშოვნი ფულით ბატონი გიორგი სიორიძე ალბათ დღემდე მშვენივრად სარგებლობს“, - წერს დავით ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner