საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, მას აფრთხილებენ, რომ ბიძინა ივანიშვილი მის განეიტრალებას ითხოვს.
„ერთი პერიოდი უზნეო ტყუილები ილაპარაკა და პოპულარული იყო, მაგრამ იყო ყურადღების ცენტრში, ახლა ახალი თემით შემოვიდა. რას ნიშნავს, „ქართული ოცნებისგან" მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება? ეს არის კიდევ ერთი რაღაც უღირსი საუბარი. როგორ შეიძლება, რომ ხელისუფლებამ ან ძალოვანმა სტრუქტურამ დაუშვას ის, რომ ალეკო ელისაშვილს არათუ დაემუქროს ფიზიკური ანგარიშსწორებით, არამედ რაიმე განახორციელოს. ეს შეუსაბამოა. უზნეობაც აღარ არის უკვე ეს, ბავშვური სისულელეა... არ ვიცი, რა გეგმები აქვს ალეკო ელისაშვილს. ალბათ ის, რომ თქვენ მკითხოთ და მე კიდევ 10 კამერის წინ გიპასუხოთ ამ სულელურ განცხადებაზე და მისი გვარი კიდევ ერთხელ იყოს გაჟღერებული მედიაში", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.