იტალიის „სერია ა-ს“ 24-ე ტურის ფარგლებში ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ „მილანს“ დაუპირისპირდება. შეხვედრა მილანში, „სან სიროზე“ გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.
ამ ეტაპზე „ნაპოლი“ სატურნირო ცხრილში მეცხრე ადგილზეა. გუნდის ანგარიშზე 35 ქულაა. „მილანი“ კი 49 ქულით მესამე პოზიციაზეა.