"იმედი გვაქვს, რომ 2024 წელს ეკონომიკა განაგრძობს ზრდას, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტი 8 500 დოლარს მიუახლოვდეს, "- ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკა უფრო მდგარადი აღმოჩნდა გარე შოკების მიმართ, ვიდრე სხვა ქვეყნების ეკონომიკები.
„ვფიქრობ, ზუსტად ბოლო წლების ეკონომიკური წარმატება არის მთავარი ახსნა თუ რატომ შეიძლება ვიყოთ უფრო ახლოს ევროკავშირის წევრობასთან. დღევანდელი მონაცემები, ბოლო წლების ეკონომიკური პროგრესი ცალსახად მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ეკონომიკა არის უფრო მდგრადი გარე შოკების მიმართ, ვიდრე სხვა ქვეყნების ეკონომიკა და ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, ალბათ უფრო წინდახედულია, უფრო მეტად მდგრადია. ვფიქრობ, ეს არის სამთავრობო გუნდის სწორი გადაწყვეტილებები“, - განაცხადა დავითაშვილმა.