logo_geo
eng_logo
შარლ მიშელი: უგუნური განცხადებები ნატოს უსაფრთხოებისა და მე-5 მუხლის შესახებ მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება
- +

11 თებერვალი. 2024. 23:28

დონალდ ტრამპის განცხადებას რუსეთსა და ნატოს შესახებ შარლ მიშელის გამოეხმაურა. შესაბამისი განცხადება ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

 

 

„ჩრდილოატლანტიკური ალიანსი 75 წლის განმავლობაში უზრუნველყოფდა ამერიკელების, კანადელებისა და ევროპელების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას. უგუნური განცხადებები ნატოს უსაფრთხოებისა და მე-5 მუხლის შესახებ მხოლოდ პუტინის ინტერესებს ემსახურება. მათ არ მოაქვთ მეტი უსაფრთხოება და მშვიდობა მსოფლიოში. პირიქით, ისინი კვლავ ხაზს უსვამენ საჭიროებას, რომ ევროკავშირმა სასწრაფოდ განავითაროს თავისი სტრატეგიული ავტონომია და ინვესტირება მოახდინოს მის თავდაცვაში, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ალიანსის სიძლიერე“, - წერს მიშელი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner