logo_geo
eng_logo
ლევან დავითაშვილი: მთავრობამ მოამზადა 2030 წლის გრძელვადიან ხედვა, რომელიც ძალიან მკაფიო, დეტალური საგზაო რუკაა, ამა თუ იმ სექტორში რა უნდა გავაკეთოთ და რა მიზნებს უნდა მიაღწიოს ქვეყანამ
- +

11 თებერვალი. 2024. 23:30

"დღესაც საქართველო 8 500 დოლარიანი შემოსავლითა და ზრდის ტემპით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის მოწინავეა," - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილი გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვქონდეს გრძელვადიანი ხედვა და იცით, რომ ჩვენმა მთავრობამ მოამზადა 2030 წლის გრძელვადიან ხედვა, რომელიც ძალიან მკაფიო, დეტალური საგზაო რუკაა, ამა თუ იმ სექტორში რა უნდა გავაკეთოთ და რა მიზნებს უნდა მიაღწიოს ქვეყანამ. მათ შორის, განსაზღვრულია ასევე ეკონომიკური მონაცემიც, ქვეყანა სად უნდა იყოს. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს შეფასება, ჩვენი პროგნოზები არ ეფუძნება მხოლოდ ჩვენს ანალიზს. ამაზე მეტყველებს მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზები, რომლის მიხედვითაც საქართველო ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა იქნება რეგიონში. დღესაც, საქართველო 8 500 დოლარიანი შემოსავლითა და ზრდის ტემპით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა კანდიდატ ქვეყანას შორის მოწინავეა. ამავე დროს დღევანდელი მონაცემებით ჩვენ უკვე მზად ვართ, ევროკავშირს რა მოთხოვნებიც აქვს ეკონომიკური თვალსაზრისით, მაკროეკონომიკური პარამეტრების მიხედვით, ევროკავშირის მოთხოვნებს სრულად ვაკმაყოფილებთ. ევროზონის ძირითად პარამეტრებთანაც ძალიან ახლოსაა ჩვენი მაკროეკონომიკური მონაცემები. ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენი ვალი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში საკმაოდ დაბალ ნიშნულზეა; ბიუჯეტის დეფიციტი საკმაოდ დაბალია; ინფლაციის დონე გასულ წელს 2,5% იყო, თუმცა ბოლო 8 თვის განმავლობაში იგი 1%-ს ჩამოსცდა. ასე, რომ ეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები საკმაოდ დამაიმედებელია იმისთვის, რომ ჩვენ არათუ 2028-30 წლის გაფართოების პაკეტისთვის, დღეისთვის ევროკავშირის მოთხოვნებთან საკმაოდ ადეკვატური ვართ“, - განაცხადა დავითაშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner