logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ჰოდა, გაგიმხელთ ერთ საიდუმლოს...
- +

11 თებერვალი. 2024. 23:28

 

 

ბრძენი კაცი იყო დიდი პოეტი და მოღვაწე

 

ირაკლი ა ბ ა შ ი ძ ე.

 

მას იუმორიც შესანიშნავი ჰქონდა არც ენაკვიმატობას უკადრისობდა. მთავარია, რომ ყველა მისი "რეპლიკა" სნაიპერული სიზუსტით შიგ "ათიანში ურტყამდა"...

 

ერთხელ, ეს დიდი ავტორიტეტის მქონე პიროვნება, ერთი ახალი არასამთავრობო ორგანიზაციის პრეზიდენტად აირჩიეს. პოსტი საპატიო იყო და ბატონი ირაკლის სახელი ამ ორგანიზაციის ფართო აღიარებისთვის დასჭირდათ. ის დათანხმდა იმ პირობით, რომ ყოველდღიური რუტინული საქმიანობით არ მოაცდენდნენ მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს და "ქართული ენციკლოპედიის" მთავარ რედაქტორს.

 

ყველაფერი კარგად იქნებოდა, რომ არა ერთი რამ.

 

ამ ორგანიზაციის აღმასრულებელ დირექტორად (ანუ, ყოველდღიური საქმიანობის წარმართველად) დანიშნეს მაღალი თანამდებობიდან ამ "საპენსიო სკამზე" ჩამოქვეითებული ერთი "კაი კაცი", გვარად... კაკაბაძე. იგი ბატონი ირაკლივით, წარმოშობით ხონელი გახლდათ და ამ "პრივილეგიის" გამო მოინდომა ამ ბუმბერაზ კაცთან გაშინაურება. თანაც, პირადი კომფორტის მოსაწყობად არა მარტო იყენებდა მის სახელს, არამედ დღის განმავლობაში, პაწია წვრილმანებზე კი, მრავალგზის და მოურიდებლად "უტევდა" ბატონ ირაკლის. და ეს შეტევა იწყებოდა დილაადრიან, აბაშიძეების ბინაზე "სტუმრობით", ოჯახის აფორიაქებით...

 

შეწუხდა ბატონი ირაკლი და... მორიდებით და შინაურულად მთხოვა როგორმე გამენთავისუფლებინა ამ "ტვირთისგან": ნამეტანი, ზედმეტად აქტიურიაო ეს კაცი, ენერგიული, ხმაურიანი და უშედეგოო, ამბობდა პოეტი. ჰგონია რომ საქმეს აკეთებს, სინამდვილეში კი ყბედი და ცრუ-მოჩვენებებით და "მიწერებით" მოყელყელავე ჩინოვნიკიაო.

 

და მერე "საიდუმლოდ" დაამატა... (რა, ამას ბოლოს მოგახსენებთ)

 

ყველაფერი მოგვარდა უმტკივნეულოდ. ღირსეულად. როგორც ირაკლი აბაშიძის სახელს ეკადრებოდა

 

მას შემდეგ თითქმის ორმოცი წელი გავიდა. ამ "კონფლიქტის" მონაწილენი იმიერში არიან და, შესაძლოა, იქ ღიმილით იგონებენ ამ ისტორიას.

 

მე კი არ მავიწყდება და ამ დღეებში რამდენჯერმე გამახსენდა.

 

აი, ქვემოთ, პაწია ვიდეო-ჩანაწერია. ისევ, "მწერალი" და "პუბლიცისტი", ყბედი და... აშკარად ავადმყოფი (ანუ, "TAKO-შარვალში" თუ პირიქით) ირაკლი კაკაბაძეა. მე ამას დარწმუნებით მოგახსენებთ, როგორც ინფორმირებული "გრუ"-ს ბებერი გენერალი", "ოლიგარქი" და მ.სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანია პარტნიორი და ბიძინა ივანიშვილთან ერთად საქართველოს "მმართველი"...

 

კიდევ არ გჯერათ, რომ ეს მშვიდი, ლოგიკურობით სავსე, ინტელიგენტი და ტკბილად მოუბარი ტიპი გახლავთ... შიზოიდი, ავადმყოფი და სამკურნალო?

 

ჰოდა, გაგიმხელთ იმ  "საიდუმლოს", რაც ზემოთ დაგპირდით:

 

"თებერვალი რომ დადგებოდა, ჩვენში-ხონში, კ ა კ ა ბ ა ძ ე ე ბ ს სახლებში აბამდნენ, რამეთუ ყველამ ვიციდით, მათ, როგორც ავადმყოფებს, ეწყებოდათ... აშლილობაო."

 

გაზაფხულის დადგომისას ეს "გიჟის ვირუსი" მარტო მათ არ აღმოაჩნდებათ.

 

ბრძენი, ერთობ ბრძენი კაცი ბრძანდებოდა დიდი პოეტი და კიდევ უფრო დიდი მოღვაწე, ბატონი ირაკლი აბაშიძე!

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner