logo_geo
eng_logo
მამუკა ხაზარაძე თავისივე წამოწყებულ კამპანიაზე: აუცილებლად მოვალ ხელისუფლებაში და ბიძინა ივანიშვილი არჩევნების შემდეგ იქნება მოსკოვში, ეს არის ჩემი პოლიტიკური გზავნილი
- +

12 თებერვალი. 2024. 10:01

 

 

ტელეკომპანია POSTV-სთან საუბარში მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მის მიერ წამოწყებული კამპანია ბიძინა ივანიშვილის შესახებ არის მისი პოლიტიკური გზავნილი. ხაზარაძე აანონსებს, რომ ის აუცილებლად მოვა ხელისუფლებაში, ხოლო ბიძინა ივანიშვილის მოსკოვში წასვლას „ხალხი გადაწყვეტს“

 

„ეს არის პოლიტიკური გზავნილი, როცა ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში. მე ვერ გავაგდებ, პროკურორი კი არა ვარ. ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ემსახურება კრემლს, პუტინის ინტერესებს საქართველოში, რომელმაც ჩააგდო ანაკლიის პროექტი, რომელმაც ქვეყანას დააკარგვინა უზარმაზარი შანსები, და აკეთებს რუსულ პოლიტიკას, უნდა იყოს რუსეთში, მოსკოვში. მე არ ვარ პროკურორი, მეტზე რომ გიპასუხოთ“, - განაცხადა ხაზარაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner