2023 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავლებმა 2019 წლის დონეს 26.2%-ით (856.7 მლნ აშშ დოლარით) გადააჭარბა, ხოლო 2022 წლის მონაცემებს კი +17.3%-ით (608.7 მლნ აშშ დოლარით). საქართველომ რეკორდული 4.1 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.
მოგზაურობიდან შემოსავლებმა 2023 წლის მეოთხე კვარტალში 873 677 043 აშშ. დოლარი შეადგინა. 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ზრდა - 27.4%.
გასულ წელს შემოსავლების ზრდასთან ერთად მნიშვნელოვნად გაიზარდა მოგზაურთა ვიზიტები.
2023 წელს საქართველოში 7,072,220 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 75.6%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +30.3%-ს შეადგენს.
გასულ წელს, საქართველოში 4,669,467 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 91.9%-ით აღდგენაა, 2022 წელთან შედარებით კი ზრდა +27.8%-ია.
2023 წლის ოქტომბერი-დეკემბრის პერიოდში საქართველოში 1,505,240 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც პანდემიამდე პერიოდის მონაცემების 71%-ით აღდგენაა.
2023 წლის IV კვარტალში 1 013 891 საერთაშორისო ტურისტული ვიზიტი შედგა, რაც 2019 წლის მონაცემის 93%-ით აღდგენაა.