logo_geo
eng_logo
კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებები და კონსულტაციები მიმდინარეობს
- +

12 თებერვალი. 2024. 10:55

 

 

კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებები და კონსულტაციები მიმდინარეობს.

 

მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრები ქვემო ჭალის ადმინისტრაციული ერთეულის 7 სოფელში: გამდლისწყარო, გორაკა, ვაკე, საკორინთლო, ახალშენა, პანტიანი და ქვემოჭალა - გამართა.

 

შეხვედრაზე ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით, ის მცირე მასშტაბის პროექტები შეარჩიეს, რომელიც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განხორციელდება.

 

მიმდინარე წელს კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 950 000 ლარი დაიხარჯება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner