კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში სოფლის კრებები და კონსულტაციები მიმდინარეობს.
მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ შოთა ბეგლარაშვილმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად შეხვედრები ქვემო ჭალის ადმინისტრაციული ერთეულის 7 სოფელში: გამდლისწყარო, გორაკა, ვაკე, საკორინთლო, ახალშენა, პანტიანი და ქვემოჭალა - გამართა.
შეხვედრაზე ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით, ის მცირე მასშტაბის პროექტები შეარჩიეს, რომელიც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ განხორციელდება.
მიმდინარე წელს კასპის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 950 000 ლარი დაიხარჯება.