Youtube-ში ვრცელდება აუდიოჩანაწერი, რომელსაც სავარაუდოდ რუსული მედია ავრცელებს. აუდიოჩანაწერში აღბეჭდილია „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიასა და „სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერის პაატა ბურჭულაძის კამათი. გთავაზობთ აუდიოჩანაწერის ბეჭდურ ვარიანტს:
პაატა ბურჭულაძე: მოგესალმებით, ნიკა, გენაცვალე.
ნიკა გვარამია: როგორ ხართ, პატივცემულო?
პაატა ბურჭულაძე: კარგად. როგორ გიკითხოთ?
ნიკა გვარამია: არ ხართ აქეთ, როგორც მივხვდი?
პაატა ბურჭულაძე: არა, არა. მე ვაშინგტონში ვარ, ამერიკაში.
ნიკა გვარამია: ხო, ვნახე დღეს. ძალიან ნირწამხდარი ვარ, რომ არ დაგიმალოთ. იმიტომ, რომ თქვენი გირჩელები დღეს გამოდგნენ და სათითაოდ დაწერეს, რომ „ოცნებასთან" აპირებენ კოალიციაში ყოფნას და ეს თუ უნდა იყოს...
პაატა ბურჭულაძე: ვინ თქვა ეგ?
ნიკა გვარამია: ვახტანგ მეგრელიშვილმა და აჰყვა მთელი „გირჩი", ძალიან ბოდიში და, ეს თუ არის გეგმები ამ კოალიციის, ძალიან ვწუხვარ მართლა. ოღონდ ჩვენი დამოკიდებულებაც ვერ იქნება იგივე, რაც იყო. ძალიან ვწუხვარ მართლა.
პაატაბურჭულაძე: ერთი ვერ გავიგე. ეს ხუმრობაა თუ სერიოზულად მეუბნები?
ნიკა გვარამია: რას ჰქვია ხუმრობა? ჩემს "wall"-ზე facebook-ზე ვინმე შევიდეს, თუ ვინმეს იცნობთ და ნახავთ. ხვალ ვაკეთებ ამაზე უზარმაზარ სიუჟეტს, როგორ იქნება ეს ბლოკი კოალიციაში ხელისუფლებასთან. ეს არის „გირჩის", ვახტანგ მეგრელიშვილის პირადად განცხადება, რომელიც არ უარყო და მითხრა, ხო, აბა რა ვქნათ, ჩვენ გვინდა, ჩვენი იდეებისთვის მოვიდეთ სამთავრობო პოსტებზე და სულერთია, ვისი მოკავშირეები ვიქნებითო და ჩვენთვის არ არის სულერთი, პირდაპირ გეუბნებით, ბატონო პაატა.
პაატა ბურჭულაძე: (ცუდად ისმის) მეც პირდაპირ გეუბნები. მე თუ სწორად გავიგე ახლა, ეს არის ძალიან, ძალიან, ძალიან...
ნიკა გვარამია: ეს ის არის, რაც თქვეს და აჰყვა ჩემთვის ძალიან გასაკვირად თქვენი ბიჭი, რომელიც მართლა ძალიან კარგი იყო და ძალიან მესიმპათიურებოდა, პაპავა, რომელმაც მითხრა, რომ...
პაატა ბურჭულაძე: ეგ რომელი?
ნიკა გვარამია: პაპავა, რომელმაც თქვა, რომ ხო, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ საქმე ვაკეთოთ. ივანიშვილთან ერთად საქმის კეთებას თუ საქმის კეთება ჰქვია, კი ბატონო, მაშინ ჩვენც გვექნება ჩვენი შეფასებები, პირდაპირ გეუბნებით. ეს არის ისეთი წითელი ხაზი, რომლის გადაკვეთა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი და მტკივნეული. ივანიშვილთან მოთანამშრომლეებისთვის, ჩვენ არ ვართ ღია თანამშრომლობისთვის. რომ არ გეწყინოთ მერე, მე თქვენ ძალიან მიყვარხართ და პირადად გცემთ პატივს.
პაატა ბურჭულაძე: რა უნდა მეწყინოს. მაგი, მაგაზე მეტი საწყენი თქვენ მითხარით, ახლა მეტს ვეღარაფერს ვიგებ. მე გავარკვევ ახლა ამას ყველაფერს იმიტომ, რომ მე ახლა ამოვედი...
ნიკა გვარამია: კი ბატონო. მე თქვენ გელოდებით. ახლა მე თქვენებთან მქონდა ძირითადად ურთიერთობა, „გირჩი" ჩემთვის არის მეასეხარისხოვანი, მაგრამ ახლა სადაც ჯანდიერია, სადაც თქვენ ხართ და ა.შ. ახლა იმ ხალხთან დაკავშირებით ეგეთი ხალხი როა, რომელიც იძახის, რომ ბიძინასთან ერთად ერთ მთავრობაში უნდა ვიყო იმიტომ, რომ მინისტრობა მინდა, - ეგ ჩემთვის პასუხია ბევრ შეკითხვაზე.
პაატა ბურჭულაძე: მე გთხოვთ ერთ რამეს. ახლა ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ჩემი განცხადებები... თქვენ იცით, როგორც რას ვიძახი. მე თუ ვისთან ვრჩები.
ნიკა გვარამია: მე ვიცი, ბატონო პაატა. თქვენთან ჩემი დამოკიდებულებაც იცით თქვენ. ახლა იმიტომ გირეკავთ თქვენ ჯერ.
პაატა ბურჭულაძე: ჰოდა, ამიტომაც, მოდი, ნუ ვიჩქარებთ რა. მაცალეთ, მე დღეს ყველაფერი ის ვქნა და...
ნიკა გვარამია: დღეს მე არაფერს ვაკეთებ, ვაპირებ ხვალ ამის გაკეთებას, რომ იცოდეთ და თქვენც დაგირეკავთ და სატელეფონო ჩანაწერი მაშინ მოგვეცით თქვეც იმიტომ, რომ ახლა ეს კოალიცია იმის არის, რომ ერთი პოზიცია იყოს ხომ? ეხლა ნაწილი კოალიციის ივანიშვილთან იქნება და...
პაატა ბურჭულაძე: აუცილებლად.
ნიკა გვარამია: მეორე ნაწილი არა, ეგრე არ ხდება არსად. ამიტომ, ჩვენ თქვენი აზრიც გვაინტერესებს და დამირეკეთ ხვალ თქვენ.
პაატა ბურჭულაძე: მაშინ როგორ ვქნათ... არა, ერთი წუთით, ნიკა. ნიკა, ერთი წამით...
ნიკა გვარამია: დიახ, გისმენთ, გისმენთ.
პაატა ბურჭულაძე: მაშინ მოვილაპარაკოთ. ხვალ სადღაც, მე თქვენ შემიძლია... მე ეხლა თან გავარკვევ ამას ყველაფერს. თბილისში რა დროა ეხლა, ცხრა არის თუ ათია, თუ რომელია?
ნიკა გვარამია: ჩვენთან ეხლა ცხრა საათი ხდება.
პაატა ბურჭულაძე: ცხრა საათი ხდება. ხვალე ამერიკის დროით დილის ათი საათიდან მე დაგირეკავთ რა.
ნიკა გვარამია: კი ბატონო.
პაატა ბურჭულაძე: უფრო სწორედ, ცხრიდან. ესე იგი, ექვსი საათი იქნება საღამოსი. კაი გენაცვალე.
ნიკა გვარამია: კი ბატონო.
პაატა ბურჭულაძე: დიდი მადლობა, რომ მითხარი. ჩემთვის არავის ეს არ უთქვია. არც ჩემი გუნდის წევრებს, არც არავის. ძაან საინტერესოა, რა ხდება.
ნიკა გვარამია: კი ბატონო. დროებით.
პაატა ბურჭულაძე: კარგით. აბა დიდი მადლობა.
ნიკა გვარამია: კარგად.
20 წუთის შემდეგ
პაატა ბურჭულაძე: ნიკა, გენაცვალე, პაატა ვარ.
ნიკა გვარამია: ხო, ბატონო პაატა.
პაატა ბურჭულაძე: მომისმინე, ეხლა გადავრეკე იქით, გადმოვრეკე, არაფერი მაგის მაგვარია. რაღაც კონტექსტიდან ამოაგდესო, მიაწვნენო და ათქმევინესო. თუ რაღაცა მოხდა და თუ დაიწვა ქვეყანა და თუ... მე ვუთხარი, არც მაგის თქმა არ შეიძლებოდა. თუ დაიწვა ქვეყანა და გადაიწვა, მერე რაღად გინდა...
ნიკა გვარამია: არა. ეგ არ არის სიმართლე. მე, ჩვეულებრივად, ეს ამბავი რომ დაიდო იმიტომ, რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია თქვენი საარჩევნო სუბიექტი. ჩვეულებრივად დავპოსტე ჩემ facebook-გვერდზე და ვკითხე მეგრელიშვილს, რომ ეს მართლა თქვი-თქო, რაზეც სამჯერ გამცა პასუხი, რომ დიახ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მე მქონდეს ჩემი იდეების განხორციელების შესაძლებლობა და ვიხილავ, ჩემთვის დასაშვებია „ოცნებასთან" ერთ კოალიციაში ყოფნა. არც ქვეყნის დაწვაზეა ლაპარაკი და არც დაქცევაზე, ბატონო პაატა. მე ეგენი არ მეშლება.
პაატა ბურჭულაძე: გასაგებია. მაშინ, მე რომ ჩამოვალ, გავარკვევ.
ნიკა გვარამია: და იცით, რომ მე ძალით თქვენ არ გაგიჩალიჩებთ. ხო იცით, რომ ეგრეა? გამორიცხული ამბავია ეგ. და იქაც ყველა ისეთი ადამიანია, ვისთანაც მაკავშირებს დიდი ხნის ურთიერთობა და მაგათ, მე თავს არ დავესხმები ტყუილად. გამორიცხული ამბავია ეს. მაგრამ ივანიშვილთან ერთად ყოფნა, რომელსაც ჩემი მეგობრები პოლიტიკურ პატიმრებად ჰყავს და რომელიც ჩემ ტელევიზიას ჩვეულებრივად ახევას უკეთებს, იმ ადამიანებთან ერთად, ვინც თავს განიხილავს იმათთან ერთად, მე არ მაქვს გზა.
პაატა ბურჭულაძე: მართალია.
ნიკა გვარამია: ნუ გეწყინებათ, ძალიან გთხოვთ. მე ასე ვუყურებ ამ საკითხს.
პაატა ბურჭულაძე: მე რა უნდა მეწყინოს? მე არაფერი არ მეწყინება. მაგრამ მოდით, გავაკეთოთ ერთი რამე რა.
ნიკა გვარამია: იმიტომ, რომ მე ვიცი თქვენი პოზიციები. ჩემთვის არის გამაოგნებელი, დათო ჯანდიერთან ერთად რანაირად შეიძლება წულუკიანი იყოს მაგალითად ერთ მთავრობაში. მე, ჩემთვის გაუგებარია და. ვახო მეგრელიშვილი ჩემთვის ფასეულობას არც მანამდე წარმოადგენდა და არც ახლა არ წარმოადგენს და კახა ბენდუქიძის მკვლელთან ერთად... ნაგვის ყუთიდან ამოიღო კახა ბენდუქიძემ და კახა ბენდუქიძის მკვლელთან ერთად ერთ მთავრობაში ყოფნას თუ აპირებს, ეს ისეთი მორალური კომპრომისია, რომელსაც მე პირადად არასდროს არ შევხედავ. ეგ არის გამორიცხული, რაც არ უნდა მოხდეს. ძაან დიდ ბოდიშს ვიხდი ამისთვის, რა თქმა უნდა.
პაატა ბურჭულაძე: კარგი. ეხლა, ნიკა, მეც მათქმევინეთ ერთი რამე.
ნიკა გვარამია: კი ბატონო.
პაატა ბურჭულაძე: ეხლა რამდენადაც მე გადავრეკე და გავიგე, რომ მერე... სულ თავს იმართლებდა, რომ ესე არ ყოფილა, ესე არ ყოფილა, ესე არ ყოფილა. პაპავა საერთოდ საქმის კურსში არ იყო არაფერში. მე რატომ მდებენ ბრალს, მე ვერ ვხდები, ხმა არ მქონდა ამოღებულიო, პაპავამ თქვა და ამიტომაც, მოდით რა, მე ჩამოვალ და მერე გავარკვიოთ. არ გვინდა ეხლა მაგის...
ნიკა გვარამია: კი ბატონო. თქვენ როდის ჩამობრძანდებით?
პაატა ბურჭულაძე: მე ხვალ ღამე მოვდივარ.
ნიკა გვარამია: კარგით.
პაატა ბურჭულაძე: ხვალ ღამე მოვდივარ, ზეგ ვიქნები მიუნხენში და ზეგ ღამე და მაზეგ დილით ვარ უკვე თბილისში.
ნიკა გვარამია: კი ბატონო, მადლობა.
პაატა ბურჭულაძე: მე მგონი, ეხლა აქ ის არ არის... მე არ მინდა, რომ ის... მე თვითონ გამიკვირდა, რომ ჩემთან გუნდში ეგეთი რამე თქვა ვიღაცამ. ჰოდა, თუ თქვა, უნდა ჭკუაზე მოვიყვანო, მეტი კი არაფერი არ მინდა და ხვალე ნუ ვიჩქარებთ რა.
ნიკა გვარამია: კარგით, ბარტონო პაატა. დაგელოდებით.
პაატა ბურჭულაძე: კაი გენაცვალე.
ნიკა გვარამია: კარგით.
პაატა ბურჭულაძე: დიდი მადლობა.