logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: მამუკა ხაზარაძეს შეიძლება სურდა კიდეც, თავი „მუჟიკად“ წარმოეჩინა, რომელიც პირდაპირ ემუქრება ბიძინა ივანიშვილს მისი მოსკოვის მიმართულებით გაძევებით, მაგრამ ხაზარაძის შემთხვევაში, როდესაც „ფრაერთან“ გვაქვს საქმე, მისი მუქარა უფრო „ფუფლო
- +

12 თებერვალი. 2024. 11:44

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი პარტია „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის იმ განცხადებას ეხმიანება,  რომლის თქმითაც,  მის მიერ წამოწყებული კამპანია ბიძინა ივანიშვილის შესახებ არის მისი პოლიტიკური გზავნილი.

 

„დღეს ვადაგასულმა თაღლითმა ხაზარაძემ კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავისი კუთვნილება საზოგადოების იმ დანაშაულებრივ/დეკლასირებული ელემენტების გარემოსადმი, სადაც აზრის გამოხატვის მიზნით მიმართავენ კრიმინალურ სამყაროში აპრობირებულ სპეციალურ სოციალურ დიალექტს (სოციოლექტს). ამჯერად ხაზარაძეს შეიძლება სურდა კიდეც თავი „მუჟიკად“ წარმოეჩინა, რომელიც პირდაპირ ემუქრება ბიძინა ივანიშვილს ა.წ. 27 ოქტომბერს მისი მოსკოვის მიმართულებით გაძევებით, მაგრამ ხაზარაძის შემთხვევაში, როდესაც „ფრაერთან“ გვაქვს საქმე, მისი მუქარა უფრო „ფუფლოს“ წააგავდა.

 

იმ ორმაგ „ფუფლოს“, სადაც ხაზარაძე ჯერ არჩევნებს იგებს, ხილო მერე მოწინააღმდეგეთა დეპორტირებით უნდა დაკავდეს და რომლის დამახსოვრებასაც აზრი არა აქვს. ან როდის აგებდა პასუხს თავის მიცემულ სიტყვაზე, ან როდის ქენჯნიდა „ნამუსი“ ფუფლოს გავრცელების გამო. საოცარია ამ კრიმინალურ „ლელო“-საკანში გაერთიანებული იმ „ფრაერების“ ნაირსახეობა, რომლებიც ცდილობენ მუქარით გადაფარონ საკუთარი „პარაშასთან“ მყოფი მდგომარეობა: კამსამოლები, კომპარტიელები, რუსი მასონი - ანუ ზუსტად ის კონტინგენტი, ოქტომბრის ბოლოს მოსკოვის რეისზე შეძენილი ავიაბილეთები რომ „დახატავდათ“, - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner