ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ლადო პაპავა თსუ-ში მიმდინარე აქციის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.
„როდესაც უნივერსიტეტში არის გარკვეული პროცესი, რომელიც მართვას რეალურად ექვემდებარება, პირველ რიგში, შეიძლება დადგეს რექტორის პასუხისმგებლობის საკითხი. ამიტომ, ყველაზე ნაკლებად ვისაც აწყობს ის, რაც ხდება, არის რექტორი.
ორშაბათს არის უნივერსიტეტის ტრადიციული აკადემიური საბჭოს სხდომა, რომელზეც განიხილება საკითხები, აკადემიური საბჭოს რეგლამენტით განსაზღვრული.
გაფრინდაშვილმა საბჭოსთან შეხვედრა ისურვა, მე დავეკითხები საბჭოს და თუ ისინი მოისურვებენ, ეს შეხვედრა შედგება", - განაცხადა ლადო პაპავამ.
ლადო პაპავამ ე.წ. ოდეერების საკითხზეც ისაუბრა:
„სანამ არ გამწვავდებოდა სიტუაცია, ერთი პიროვნება, რომელიც ყველასთვის ცნობილია, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. როცა სიტუაცია გამწვავდა, მთელი უნივერსიტეტი ამაზე ალაპარაკდა, ბუნებრივია, შეიქმნა პრობლემა.
იყო კანდიდატურა, რომელსაც მე დავუჭირე მხარი. ჩავთვალე, რომ ის იყო ამ ეტაპზე უკეთესი. მან კი მოხსნა თავისი კანდიდატურა. მე არც პირველ ეტაპზე დამიჭერია მხარი გიორგი გაფრინდაშვილისთვის და არც მეორეზე და ამის მიზეზების შესახებ უკვე ძალიან ბევრი ვისაუბრე", - განაცხადა ლადო პაპავამ.