logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე: რუსეთში გამდიდრებული, სააკაშვილის მწამებლური სისტემის აპოლოგეტი მამუკა ხაზარაძე ბედავს და საქართველოს ისტორიის მანძილზე არსებულ უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედ ბიძინა ივანიშვილს ემუქრება რეპრესიებით
- +

12 თებერვალი. 2024. 13:04

 

 

„სასამართლოს მიერ ხანდაზმულ თაღლითად შერაცხული მამუკა ხაზარაძე ბედავს და, საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე არსებულ უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედ ბიძინა ივანიშვილს ემუქრება რეპრესიებით! რა შეიძლება ითქვას მამუკა იგივე ხაბე -ორი!“ - ამის შესახებ ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

„კაჟაია ბულავას პირდაპირი მემკვიდრე, მევახშე-წურბელა!

 

სულით ნიკიტას „კამსამოლა“!

 

ხალხის ქონების მიმთვისებელი! ადამიანების საცხოვრებელი ბინებისაგან გამომყრელი!

 

თავად მისივე თქმით, რუსეთში კორუფციული გზით გამდიდრებულ- გაზულუქებული!

 

ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგ დაუცხრომელი მებრძოლი!

 

ეროვნული სიმდიდრის "ბორჯომის" ოკუპანტზე მიმყიდველი!

 

სააკაშვილის მწამებლური სისტემის აპოლოგეტი!

 

მიჰას დროინდელი ორდენების კავალერი!

 

სასამართლოს მიერ ხანდაზმულ თაღლითად შერაცხული!

 

ცნობილი ძუნწი და ხელმოჭერილი, ანუ ისეთი, რომელსაც ვერც ერთ კაპიკს, თეთრს და ცენტს ვერ გააგდებინებდი და გააგდებინებ ხელიდან!

 

რომელსაც ერთი სამლარიანი კამფეტი არ ექნება სოციალურად დაუცველი ბავშვებისათვის ნაყიდი

 

და ერთი სამლარიანი საღებავი სკოლისთვის,

 

ი პროჩე, იპროჩე...

 

მამუკა ხაზარაძე ბედავს და, საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე არსებულ უპრეცედენტო მასშტაბის ქველმოქმედ ბიძინა ივანიშვილს ემუქრება რეპრესიებით!

 

რა შეიძლება ითქვას მამუკა იგივე ხაბე -ორი!

 

ბეჭდით - ხაზარაძე=ხაბე2= ნიკიტისტ-ნეოტროცკისტს!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner