„საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევს, ფორმალურ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ამ დრომდე არ მიულოცავს ილჰამ ალიევისთვის 7 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება“, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.
ანალიტიკოსის თქმით, სალომე ზურაბიშვილი არც ევროპულ პოლიტიკურ-დიპლომატიურ კურსს მისდევს და არც პატივს სცემს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას და მისთვის ნაცოპოზიცია უფრო პრიორიტეტულია.
„საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევს, ფორმალურ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ამ დრომდე არ მიულოცავს ილჰამ ალიევისთვის 7 თებერვლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.
აღსანიშნავია, რომ 8 თებერვალს, დილით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა დაურეკა ალიევს და მიულოცა ხელახლად არჩევა.
გამოდის, რომ უსაქციელო სალომე ზურაბიშვილი არც ევროპულ პოლიტიკურ-დიპლომატიურ კურსს მისდევს და არც პატივს სცემს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. თუმცა, როგორ უნდა სცეს პატივი ამ უმნიშვნელოვანეს თემებს, როცა აგენტოკრატიის ვასალი ზურაბიშვილისთვის ნაცოპოზიცია უფრო პრიორიტეტულია. სამარცხვინო!“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.