logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე სალომე ზურაბიშვილზე: ამ ნომრიან აგენტს პატრონებისაგან ეტყობა ჯერ არ მიუღია დავალება, რომ მიელოცა აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის არჩევნებში გამარჯვება
- +

12 თებერვალი. 2024. 14:08

 

 

ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე, სალომე ზურაბიშვილის ნაბიჯს, რომლითაც მან თავი შეიკავა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვისგან, სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

ექსპერტის თქმით, ზურაბიშვილს ჯერ არ მიუღია "პატრონებისგან" დავალება, რომ ალიევს მიულოცოს. იმ შემთხვევაში კი, თუ მას გარედან ნიშანს მისცემენ, საქართველოს პრეზიდენტი ბაქოში "ფეხით ჩავა" მისალოცად.

 

"ამ ნომრიან აგენტს პატრონებისაგან ეტყობა ჯერ არ მიუღია დავალება, რომ მიელოცა აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის არჩევნებში გამარჯვება!

 

როგორც კი მისცემენ გარედან  ნიშანს იმ წამში ფეხით ჩავა ეს საქართველოს და ქართველი ხალხის მტერი ბაქოში!

 

ამიტომაც  მომავლის სასკოლო სახელმძღვანელოებში მკაფიოდ უნდა დაიწეროს, როგორი არ უნდა იყოს საერთოდ არცერთი ქვეყნის პრეზიდენტი!

 

მაგალითი?

 

აი ეს კონსტიტუციის დამრღვევი, უსამშობლო, პრეზიდენტად წოდებული არსება!!" - წერს გვენეტაძე Facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner