პოეტი ზურაბ რთველიაშვილი სოციალური ქსელის მეშვეობით „პატრიოტთა ალიანსის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ლალი მოროშკინას მიმართავს და გამარჯვებას უსურვებს.
„ქალი პოლიტიკაში - ეს არის არა მხოლოდ კარგი დიასახლისი (ალბათ ბევრ რეტროგრად მამაკაცს ასე წარმოუდგენია დღესაც), რომელიც დაალაგებს, მოაწესრიგებს ქვეყნის შიდა საქმეებს, არამედ იგი ასევე არაჩვეულებრივი დიპლომატია და იმავდროულად სამართლიანობის დამკვიდრებისთვის უბადლო მებრძოლი, მე მომწონს, როდესაც პოლიტიკაში მოდიან ენერგიული და კრეატივობით გამორჩეული ადამიანები. უპირობო გამარჯვებას გისურვებ, ლალი, შენი ქვეყნის საკეთილდღეოდ!" - მიმართავს ზურაბ რთველიაშვილი ლალი მოროშკინას.