მარტვილის მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოები თამაკონის საჯარო სკოლაში მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, მოადგილესთან, გივი ელიაასთანერთად დაათვალიერა.
თამაკონის საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ასევე მოეწყობა გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, ღობე. შენობა ადაპტირებული იქნება სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის. სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს „საბა კონსტრაქშენ” ასრულებს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში თამაკონის საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს ახორციელებს.
აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, მარტვილის მუნიციპალიტეტში სამი საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს.