logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: მამუკა ხაზარაძე საზოგადოებას სთხოვს აირჩიონ ხელისუფლებაში, რომ გააძევოს საქართველოდან ბიძინა ივანიშვილი და მისი მომხრეები, აქ დაიწყოს რეპრესიები და თაღლითობები
- +

12 თებერვალი. 2024. 15:01

 

 

მამუკა ხაზარაძე საზოგადოებას სთხოვს აირჩიონ ხელისუფლებაში, რომ გააძევოს საქართველოდან ბიძინა ივანიშვილი და მისი მომხრეები, აქ დაიწყოს რეპრესიები და თაღლითობები - მშვენიერი წინასაარჩევნო კამპანიაა, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

„როგორც იქნა ხაზარაძემ, გულწრფელად აღიარა პოლიტიკაში მისი ყოფნის მთავარი მიზეზი, რომ სთხოვს საზოგადოებას აირჩიონ ხელისუფლებაში, რათა გააძევოს საქართველოდან ბიძინა ივანიშვილი და მისი მომხრეები, აქ დაიწყოს რეპრესიები და თაღლითობები. მშვენიერი წინასაარჩევნო კამპანიაა, უბრალოდ, აქ ერთი უნდა შევახსენოთ ბატონ ხაზარაძეს, რომ ეს მესიჯები უკვე ცნობილია „ნაცმოძრაობიდან“,- აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ მის მიერ წამოწყებული კამპანია ბიძინა ივანიშვილის შესახებ მისი პოლიტიკური გზავნილია. „ლელოს“ ლიდერი აცხადებს, რომ ის მოვა ხელისუფლებაში, ხოლო ბიძინა ივანიშვილი იქნება მოსკოვში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner