logo_geo
eng_logo
გურამ მაჭარაშვილი: წარმატებულია კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებელი, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ იყოს კიდევ უკეთესი
- +

12 თებერვალი. 2024. 15:04

 

 

სამწუხაროდ, კორუფციის გარეშე სახელმწიფო არ არსებობს, რა თქმა უნდა, ჩვენც არ ვართ კმაყოფილი იმით, რაც დღეს არის. წარმატებულია კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებელი, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ იყოს კიდევ უკეთესი, - ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

 

გურამ მაჭარაშვილი პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

 

მისი თქმით, უფრო მეტად უნდა შეძლონ, საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან, სხვადასხვა დარგის სექტორის წარმომადგენლებთან კომუნიკაცია. მაჭავარიანის განმარტებით, ირაკლი კობახიძის განცხადება სწორედ ამას ემსახურებოდა.

 

„ჩვენ ვართ ღია ხელისუფლება, მაგრამ კიდევ უფრო მეტად უნდა ვიმუშაოთ, რომ საზოგადოებასთან ჩართულობა უფრო მეტი იყოს.

 

რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, ჩვენ ვიცით, რომ საერთაშორისო მაჩვენებლებით ვართ ამ მიმართულებით წარმატებული ქვეყანა. თუმცა, რა თქმა უნდა, როგორც ყველა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყანა ცდილობს, რომ მინიმუმამდე დაიყვანოს კორუფცია - სამწუხაროდ, კორუფციის გარეშე სახელმწიფო არ არსებობს, რა თქმა უნდა, ჩვენც არ ვართ კმაყოფილი იმით, რაც დღეს არის. წარმატებულია კორუფციასთან ბრძოლის მაჩვენებელი, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ იყოს კიდევ უკეთესი“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner