logo_geo
eng_logo
წულუკიანი ხაზარაძეზე: არ მივცემთ საშუალებას, დაბრუნდნენ ხელისუფლებაში
- +

12 თებერვალი. 2024. 17:08

 

 

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ისეთ ძალებს, რომელთა ერთ-ერთ სპიკერად „ლელოს“ლიდერი, მამუკა ხაზარაძე იქცა, გამარჯვების შესაძლებლობა არ ექნებათ“, - ამის შესახებ საქართველოს ვიცეპრემიერმა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მედიას განუცხადა.

 

მისი თქმით, მმართველი ძალა წლევანდელ არჩევნებს კვლავ სათანადოდ მომზადებული შეხვდება.

 

„ჩვენ, რა თქმა უნდა, ვიქნებით ფორმაში წელსაც, როგორც არაერთი არჩევნების დროს წარსულში, და ისეთ ძალებს, რომელთა ერთ-ერთ სპიკერად მამუკა ხაზარაძე იქცა, არ დავუშვებთ და არ მივცემთ საშუალებას,  დემოკრატიული არჩევნების გზით დაბრუნდნენ ხელისუფლებაში“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner