logo_geo
eng_logo
თორნიკე რიჟვაძე: უსაფრთხო ადგილას 200-ზე მეტი ოჯახია გადაყვანილი. ყველა ოჯახს მიეცემა კომპენსაცია და უსაფრთხო საცხოვრისით იქნებიან უზრუნველყოფილი
- +

12 თებერვალი. 2024. 17:34

 

 

აჭარაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ „ქრონიკას“განუცხადა.

 

მისივე თქმით, გეოლოგების დასკვნის საფუძველზე შესაბამის კომპენსაციას სტიქიით დაზარალებული ყველა ოჯახი მიიღებს.

 

„ყველა მიმართულებით გახსნილია როგორც შიდასახელმწიფოებრივი, ასევე შიდა სასოფლო გზები. დარჩენილი მონაკვეთები უახლოეს საათებში გაიხსნება.

 

უსაფრთხო ადგილას 200-ზე მეტი ოჯახია გადაყვანილი. გეოლოგთა ჯგუფები მუშაობას აგრძელებენ და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე ყველა ოჯახს მიეცემა შესაბამისი კომპენსაცია და უსაფრთხო საცხოვრისით იქნებიან უზრუნველყოფილი“, - აღნიშნა რიჟვაძემ.

 

აჭარაში 6 თებერვალს სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner